EN

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია


პირადი ინფორმაცია

დასაშვები ფორმატები: PDF, JPG, PNG, DOCX (მაქს. 10MB თითოეული)
*შენიშვნა: ვარსკვლავებით მონიშნული ველების შევსება აუცილებელია

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:
სკოლაში დაცული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისათვის საჭიროა შეავსოთ ზემოთ მითითებული ყველა ველი (სახელი, გვარი და სხვ.) და გრაფაში – choose file ატვირთოთ თქვენი განცხადება, რომელიც უპასუხებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს (მათ შორის იქნება ხელმოწერილი). განცხადების ნიმუშად შეგიძლიათ გამოიყენოთ (შეავსოთ) შემდეგი ფაილი – განცხადების ფორმა


თქვენი მხრიდან განაცხადის გამოგზავნით ეთანხმებით და თქვენთვის ცნობილია, რომ სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, მისამართი: საქართველო, თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის l შესახვევი N6; საიდენტიფიკაციო ნომერი: 212852055, ტელ: (032) 2 47 24 24 zspa@zspa.ge განახორციელებს თქვენს მიერ მითითებულ პერსონალურ მონაცემების- სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის, ასევე განცხადებაში მითითებული სხვა პერსონალური მონაცემების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამუშავებას თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნებით. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრინციპებით, საფუძვლებითა და წესით. თქვენი მხრიდან სარეგისტრაციოდ განსაზღვრული მონაცემების მიწოდება ჩვენთვის სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განვახორციელებთ თქვენს რეგისტრაციას და შესაბამისად თქვენთვის მომსახურების გაწევას. მონაცემების დამუშავება ხორციელდება სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან/ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 1 წლისა. თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს საქართველოს კანონით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ გაქვთ შემდეგი უფლებები: თქვენი პერსონალური (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება. ასევე თქვენთვის საინტერესო საკითხებზე ან/და თქვენი ნებისმიერი (მათ შორის ზ/ა) უფლებების რეალიზების მიზნით მოგვმართეთ ზემოთ აღნიშნულ საკონტაქტო არხებზე. ორგანიზაციას ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელსაც მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მიმართოს განცხადებით, მისი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების რეალიზების მიზნით მის მეილზე წერილობით, ოფიცერი მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნაზე, მიმართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს პასუხს, ოფიცრის მონაცემები: - შპს ელდი კონსალტინგი ჯეო (ს/ნ 432554167) საკონტაქტო მეილი: ldconsultinggeo@gmail.com.