EN

სკოლის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა


საკუთარი მიზნების მისაღწევად  და ამოცანების განსახორციელებლად, სკოლა:

) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;

) უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;

)  უზრუნველყოფს დაინტერესებული პირებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებას;

) გასცემს გრანტებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები  მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;

) სახელმწიფოს მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრავს, შეიმუშავებს და ამტკიცებს პროფესიული უნარების და მოქალაქეობრივი განათლების განვითარებისათვის საჭირო სასწავლო პროგრამებს;

) უზრუნველყოფს სწავლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და სასწავლო პროცესის ორგანიზებას;

) ახორციელებს ელექტრონულ და დისტანციურ სწავლებას;

) იწვევს საექსპერტო ჯგუფებს კონკრეტული ტრენინგპროგრამების შესაქმნელად და განსახორციელებლად;

) სასწავლო პროგრამების განვითარებისთვის განსაზღვრავს, შეიმუშავებს და ამტკიცებს სახელმძღვანელოებსა და სასწავლო-მეთოდურ მასალას;

) ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სასწავლო პროგრამებს, დაინტერესებულ პირთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

) ორგანიზებას უწევს რეგიონული სწავლების ცენტრების ფუნქციონირებას საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად  დასახლებულ რეგიონებში;

) თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან სკოლის მსმენელთა ჯგუფებისთვის სასწავლო პრიორიტეტების განსაზღვრის  მიზნით;

) თანამშრომლობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან როგორც ქვეყნის შიგნითისე საზღვარგარეთ;

) აწყობს სემინარებს, კონფერენციებსა და მსგავს ღონსძიებებს;

 

) თანამშრომლობს სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო პროგრამებისა და მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში;

) ახორციელებს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლების, საჯარო მოსამსახურეთა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოთა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართული, მესამე პირთა მიერ ორგანიზებული ტრენინგების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ინფრასტრუქტურულ და ადმინისტრაციულ მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) ახორციელებს თავისი საქმიანობის ფარგლებში მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



სტრუქტურა - 2026