EN

რეგისტრაცია

გთხოვთ დარეგისტრირდეთ სასურველ პროგრამაზე ონლაინ რეჟიმში ან გადმოწეროთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: zspa@zspa.ge

გთხოვთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სწავლების ფორმა


აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება



რა მიზნით გსურთ აღნიშნული პროგრამის გავლა?


პირადი ინფორმაცია

პირადობის მოწმობის 11 ნიშნა ნომერი
ატვირთეთ პირადობა jpg ან pdf ფორმატში (არასრულწლოვანის შემთხვევაში ატვირთეთ მშობლის პირადობა)


დამატებითი ინფორმაცია




ხელშეკრულება სწავლების შესახებ

წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრავს და არეგულირებს სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა (შემდგომში - სკოლა) და კონკრეტული სასწავლო კურსის მსმენელს (შემდგომში - მსმენელი) შორის ურთიერთობას, სკოლისა და მსმენელის უფლებებსა და ვალდებულებებს.

სწავლებით დაინტერესებული პირის სააპლიკაციო ფორმის განხილვის და შერჩევის შემდგომ, პირი ჩაირიცხება შერჩეულ სასწავლო კურსზე და მას მიენიჭება მსმენელის სტატუსი.

1. ხელშეკრულების საგანი:

ხელშეკრულების საგანია მსმენელის მიერ შერჩეული კურსით გათვალისწინებული სწავლება.

2. იმ პირობის გათვალისწინებით, რომ სკოლა:

2.1. შეუქმნის მსმენელს სწავლისათვის აუცილებელ პირობებს;

2.2. უზრუნველყოფს მსმენელს სასწავლო პროგრამის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი განათლებისა და უნარ-ჩვევების მიღების შესაძლებლობით;

2.3. უზრუნველყოფს მსმენელის მომზადებას დამტკიცებული სასწავლო პროგრამების მიხედვით;

2.4. უზრუნველყოფს სწავლებას კვალიფიციური ტრენერების მეშვეობით;

2.5. პროგრამის დაძლევის შემთხვევაში მსმენელს გადასცემს შესაბამის სერტიფიკატს.

3. მსმენელი ვალდებულია:

3.1. დაიცვას სწავლის რეჟიმი და დისციპლინა, დაესწროს ყველა მეცადინეობას. გამონაკლის შემთხვევებში (ოჯახური პირობები, ავადმყოფობა და სხვ.) მეცადინეობის გაცდენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს პასუხისმგებელ პირს;

3.2. მიიღოს და შეასრულოს ტრენერის მითითებები, რომლებიც მიმართულია სრულფასოვანი და ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვასთან (მათ შორის კამერის ჩართვა და საგაკვეთილო პროცესის ვიდეოჩანაწერში მონაწილეობა) და წესრიგის დაცვასთან;

3.3. შეასრულოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები და დავალებები;

3.4. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ ორგანიზებულ გამოცდებში.

წინამდებარე ხელშეკრულების 3.1-3.2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სკოლა იტოვებს უფლებამოსილებას, მსმენელს ერთჯერადად გამოუცხადოს გაფრთხილება, ხოლო მიმდინარე საგაკვეთილო საათი ჩაუთვალოს გაცდენაში.

3.1-3.2 პუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის სისტემატურად განმეორების შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია აღარ დაუშვას მსმენელი ონლაინ გაკვეთილზე და არ გასცეს მასზე პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

4. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა

ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით ან სასწავლო პროცესის დასრულებამდე მსმენელის ამორიცხვის/გარიცხვის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.

5. სადავო საკითხების განხილვა

5.1. მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები წყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით;

5.2. თუ მოლაპარაკების გზით შეთანხმება არ იქნა მიღწეული, მაშინ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის გადასაწყვეტად, მხარეები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად მიმართავენ საერთო სასამართლოს.

6. სხვა პირობები:

6.1. ხელშეკრულება ძალაში შედის სწავლებით დაინტერესებულ პირისთვის მსმენელის სტატუსის მინიჭების მომენტიდან და მოქმედებს მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში;

6.2. სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობა განისაზღვრება შესაბამისი დამტკიცებული პროგრამის მიხედვით.


ვადასტურებ, რომ გავეცანი სკოლის ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას

შევსებული ინფორმაციის დადასტურება

თქვენი მხრიდან რეგისტრაციის დასრულებით, ეთანხმებით და თქვენთვის ცნობილია, რომ სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, მისამართი: საქართველო, თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის l შესახვევი N6; საიდენტიფიკაციო ნომერი: 212852055, ტელ: (032) 2 472424 zspa@zspa.ge განახორციელებს თქვენს მიერ მითითებულ პერსონალურ მონაცემების- სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი პირადი ნომრის, ასევე რეგისტრაციისას მითითებული სხვა პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზებით, ასევე ორგანიზაცია განახორციელებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების, მისი გაადვილების, ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკის, ორგანიზაციაზე მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნებით. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრინციპებით, საფუძვლებითა და წესით. თქვენი მხრიდან სარეგისტრაციოდ განსაზღვრული მონაცემების მიწოდება ჩვენთვის სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განვახორციელებთ თქვენს რეგისტრაციას და შესაბამისად თქვენთვის მომსახურების გაწევას. მონაცემების დამუშავება ხორციელდება სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან/ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 3 წლისა, ვადის გამოანგარიშებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესი. თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს საქართველოს კანონით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ გაქვთ შემდეგი უფლებები: თქვენი პერსონალური (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება. ასევე თქვენთვის საინტერესო საკითხებზე ან/და თქვენი ნებისმიერი (მათ შორის ზ/ა) უფლებების რეალიზების მიზნით მოგვმართეთ ზემოთ აღნიშნულ საკონტაქტო არხებზე. ორგანიზაციას ყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელსაც მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მიმართოს განცხადებით, მისი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების რეალიზების მიზნით მის მეილზე წერილობით, ოფიცერი მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნაზე, მიმართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს პასუხს, ოფიცრის მონაცემები: - შპს ელდი კონსალტინგი ჯეო (ს/ნ 432554167) საკონტაქტო მეილი: ldconsultinggeo@gmail.com.

ვადასტურებ, რომ გავეცანი პერსონალურ მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციას.