რუგია გაშიმოვა – სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კურსდამთავრებული

რუგია გაშიმოვა – სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კურსდამთავრებული

: 2017-10-18
: ჩვენი მსმენელები

მე ვარ რუგია გაშიმოვა. მქონდა პატარა ოცნება, წავსულიყავი ანაკლიის საზაფხულო ბანაკში. ვიცოდი იქ ბევრ მეგობარს შევიძენდი, ბევრ ახალს გავიგებდი, მაგრამ სახელმწიფო ენის არცოდნა მიშლიდა ხელს.

მადლობა ჟვანიას სკოლას, რადგან მან მომცა შანსი ამეხდინა სურვილი; აქ სწავლის შედეგად დავეუფლე ქართულ ენას და საზაფხულო ბანაკშიც გავემგზავრე.

უამრავ სიახლეს გავეცანი, მეგობრებიც შევიძინე....

ჟვანიას სკოლა გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში. მე ვისწავლე ქართული და ახლა უკეთ ვგეგმავ ჩემს მომავალს.