სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პროგრამის შესახებ


პროგრამის მენეჯერი:

მაკა ომიაძე
მაკა ომიაძე

ელ-ფოსტა: m.omiadze@zspa.ge
მობილური: 599502508


სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას სკოლა ახორციელებს დაარსების დღიდან. იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქართული ენა ან გაიღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით.
პროგრამით სწავლება ხორციელდება საქართველოს სამ რეგიონში: ქვემო–ქართლი, სამცხე–ჯავახეთი და კახეთი. სწავლება მიმდინარეობს სკოლის 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი, წალკა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ლამბალო, ლაგოდეხი, ახმეტა) და სოფლებში არსებულ მობილურ ჯგუფებში.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხორციელდება ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტის მიხედვით და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

მსმენელთა რაოდენობა ერთ აკადემიურ ჯგუფში განისაზღვრება 8 - 15 კაცის ოდენობით.

თითოეულ მსმენელს საკუთრად გადაეცემა ძირითადი სასწავლო მასალების კრებული და დამატებითი მასალების ქსეროასლები, დამხმარე ლიტერატურა - დროებით სარგებლობაში.

მსმენელს, რომელმაც წარმატებით დაასრულა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა, მიეცემა სერტიფიკატი.
მსმენელს, რომელმაც წარმატებით ვერ დაასრულა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა, მიეცემა შესაბამისი ცნობა.