სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

სკოლის ისტორია

   

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობის მთავარი მიმართულებები, მისი მიზნები და ამოცანები 

2005 წლის 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის №476 ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომლის მთავარი მიმართულებაა სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელების გზით ქვეყნის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული საკადრო დეფიციტის დაძლევა და მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლების უზრუნველყოფა და მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო ენის ფლობის და სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება. სკოლა დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას უზრუნველყოფს თბილისსა და 11 რეგიონული სასწავლო ცენტრის მეშვეობით ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთში.

2014 წლიდან ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ფუნქციონირებს განახლებული სასწავლო პროგრამებით. სკოლაში სწავლება ხორციელდება შემდეგი პროგრამების ფარგლებში:,,საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამა" და ,,სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა.”.

2019 წელს სკოლამ ყველა დაინტერესებულ პირს შესთავაზა ახალი, აკრედიტებული პროგრამები, უზრუნველყო სწავლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და სასწავლო პროცესის ორგანიზება, ითანამშრომლა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, აწყობდა სემინარებს, კონფერენციებს და ღონისძიებებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

სკოლა მუდმივად აუმჯობესებს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობას, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას, რითაც მაქსიმალურად პასუხობს ხარისხის საერთაშორისო მოთხოვნებს.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2018 წლის დეკემბრიდან ფლობს განახლებულ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელ ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რომელიც ძალაშია 2021 წლის ბოლომდე.

სკოლის ძირითადი მიზნები და ამოცანები:

  • საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი მართვის სფეროში არსებული საკადროდეფიციტის დაძლევა;
  • საქართველოს მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულრეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშიდასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლება;
  • საქართველოს მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულრეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა სახელმწიფო ენის ფლობის და მოქალაქეობრივი განათლებისდონის გაზრდა;
  • საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია.

 

 


  საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - იხილეთ ბმული
  საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - იხილეთ ბმული