გიორგი ემინაშვილიელ-ფოსტა: g.eminashvili@zspa.ge |
პროგრამა - „მოხელის მენეჯერული უნარები"განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე I და II რანგის მოხელეთათვის რათა გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 40 აკადემიური საათითდა ითვალისწინებს ისეთ საგნებს, როგორებიცაა: 1. სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა (სტრატეგიული მენეჯმენტი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვა, სამოქმედო გეგმების შემუშავება), 2. მომსახურებისა და ხარისხის მართვა, რისკების მართვა, ცვლილებების მართვა, 3. გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა, გუნდის გაძლიერება და მოტივირება, გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე, 4. პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაცია და ეფექტური მოლაპარაკებები, მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა, 5. საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება, ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები. პროგრამის განხორციელების შედეგადმოხდება იმ კომპეტენციების განვითარება, რომელიც მნიშვნელოვანია აღნიშნული სამიზნე ჯგუფისათვის სამუშაოს შესრულების პროცესში. ესენია: საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი; სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი; სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი; ცვლილებების/ სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი; მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი; გუნდის განვითარების უნარი; ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი; პრობლემის გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
ჟვანიას სკოლის მიერ პროგრამების განხორციელება მოხდები იმ მეთოდების საშუალებით, რომლებიც ხელს შეუწყობს კომპეტენციის განვითარებას და მოხელის თეორიული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში ასევე, შედეგზე ორიენტირებისთვის და უნარების გამომუშავების ეფექტურობის ზრდისთვის სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება სწავლების თანამედროვე მეთოდიკა, რომელიც გააუმჯობესებს მიწოდებული ინფორმაციის აღქმასა და დასწავლის ხარისხს.
პროგრამით გათვალისწნიბებულია მსმენელთა ცოდნისშეფასების სისტემა რაც სერტიფიკატის გაცემის საფუძველს წარმოადგენს და ტრენინგებს გაუძღვებიან სათანადო გამოცდილებისა და კომპეტენციების მქონე ტრენერები (გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში სწავლების შედეგების შეფასების მეთოდოლოგია). პროგრამა უზრუნველყოფილია შესაბამისი ელექტრონული სახელმძღვანელოებით და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით და ხორციელდება სკოლის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებშიდა, ასევე, იმ დაწესებულებების შენობებში, რომლებთანაც სკოლას აქვს გაფორმებული მემორანდუმი ტრენინგისპროცესში შენობა-ნაგებობების გამოყენების თაობაზე.