კონკურსი ,,მეგობრობაზე უთქვამთ...“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კონკურსი ,,მეგობრობაზე უთქვამთ...“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

: 2018-07-02
: სიახლეები

 

ჟვანიას სკოლის მიერ გამოცხადებული კონკურსის ,,მეგობრობაზე უთქვამთ..." გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ნახვების მაქსიმალური რაოდენობით გაიმარჯვა – ნინოწმინდის რეგიონული სასწავლო ცენტრის მსმენელების (ლიანა ვარტანიანი, ანნა არუტიუნიანი, გეგინე ვარაპეტიანი, ასტღიკ სკოიანი, ნარინე სუკიასიანი, ვაჩაგან ტოპუზიანი, ხანუმ ღარაგულიანი, ბორის ღარსლიანი, გიულნარა ალთუნიანი, ვარტანუშ ისპირიანი, ლუსინე ჟამკოჩიანი და სევაკ ჰარუთიუნიანი) მიერ ჩაწერილმა ვიდეო რგოლმა და დააგროვა 2300 ნახვა;ჟიურის რჩეული კი გახდა – მარნეულის რეგიონული სასწავლო ცენტრის მსმენელი მაგამედ ბაირამელიევი.

კონკურსში გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ საქართველოს ისტორიის ოთხტომეული. ჟვანიას სკოლა ულოცავს გამარჯვებულებს კონკურსში წარმატებულ მონაწილეობას, ყველა კონკურსანტს მადლობას უხდის აქტიური ჩართულობისათვის და აჯილდოვებს სიგელებით.
შეგახსენებთ, რომ ჟვანიას სკოლაში კონკურსი 15 ივნისს გამოცხადდა და 29 ივნისს დასრულდა. მასში მონაწილეობდნენ ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში ჩართული მსმენელები, რომელთაც უნდა მოემზადებინათ ვიდეო რგოლი თემაზე: რა არის ჩემთვის მეგობრობა?