ჟვანიას სკოლამ ნინოწმინდაში, სომხურ ეპარქიაში, სახელმწიფო ენის სწავლება დაიწყო

ჟვანიას სკოლამ ნინოწმინდაში, სომხურ ეპარქიაში, სახელმწიფო ენის სწავლება დაიწყო

: 2018-10-26
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ნინოწმინდაში, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის ვიკარიატში, ქართული ენის სწავლება დაიწყო.

სომხურენოვანი თემის წარმომადგენლებმა, საეკლესიო პირებმა, გამოთქვეს სურვილი შეისწავლონ სახელმწიფო ენა. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, შედგაA1დონის ჯგუფი. სასწავლო პროცესში ჩართულია 9 მსმენელი. ჯგუფში ეპარქიის სასულიერო პირები უფასოდ ეუფლებიან სახელმწიფო ენას, რაც მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან სახელმწიფო ენის საფუძვლებს, შეძლებენ ქართულად წერას, კითხვასა და ლაპარაკს. სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი.