გარდაბანში, ჟვანიას სკოლის მსმენელებმა

გარდაბანში, ჟვანიას სკოლის მსმენელებმა "ნოვრუზ ბაირამის" საერთო სახალხო დღესასწაული იზეიმეს.

: 2019-03-20
: სიახლეები
გარდაბანში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებმა "ნოვრუზ ბაირამის" საერთო სახალხო დღესასწაული იზეიმეს.
ქალაქის ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას ჟვანიას სკოლის გარდაბნის რეგიონული სასწავლო ცენტრიც შეუერთდა. 
მოეწყო ჟვანიას სკოლის კუთხე, სადაც წარმდგენილი იყო სკოლის მიერ მომზადებული სახელმწიფო ენის სახელმძღვანელოები და კომპაქტდისკები "ისწავლე ქართული აუდიო გაკვეთილებით".