სამუშაო შეხვედრა ტრენერებთან

სამუშაო შეხვედრა ტრენერებთან

: 2019-04-30
: სიახლეები
30 აპრილს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და პროგრამების განვითარების ექსპერტებმა ნინო ნანიკაშვილმა და გიორგი ემინაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ტრენერებთან, რომლებთანაც სკოლა გეგმავს თანამშრომლობას პროგრამების განვითარების ფარგლებში. 
შეხვედრისას განიხილეს საჯარო მოხელეებისათვის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის რიგი საკითხები და სკოლის სამომავლო გეგმები.