ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დელეგაციის  სამუშაო ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში

: 2019-07-18
: სიახლეები

ა.წ. 16 ივლისს, ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი სკოლის თანამშრომლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა KSAP -სა და პრემიერ მინისტრის კანცელარიასთან არსებულ საჯარო სამსახურის ბიუროში.
ზ. ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და KSAP-ის დირექტორმა ვოიტეკ ფედერჩიკმა ერთმანეთს თავიანთი ორგანიზაციების საქმიანობა გააცნეს და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები განიხილეს. შეხვედრის მიზანი იყო ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან თანამშრომლობის განახლება, გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, ასევე, საჯარო სექტორში დასაქმებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების კვალიფიკაციის მიზნით, პოლონური გამოცდილების გაზიარება.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლებს შორის გაფორმებულ იქნა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება.
ჟვანიას სკოლის დელეგაციას ასევე უმასპინძლა პოლონეთის პრემიერ მინისტრის კანცელარიასთან არსებულმა საჯარო სამსახურის ბიურომ. საჯარო სამსახურის დეპარტამენტის დირექტორმა ვოიტახ ჰუბერტიმ ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებს მისი სტრუქტურის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ვიზიტი პოლონეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდა.