ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო

ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო

: 2019-07-23
: სიახლეები

 

ა.წ. 22 და 23 ივლისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისთვის მარნეულის, დმანისისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო.
ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო ჯგუფები მარნეულის, დმანისისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში დაკომპლექტდა. სახელმწიფო ენას პროექტის 48 ბენეფიციარი შეისწავლის. სასწავლო პროცესი გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში.
თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია რელიგიურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, თანამშრომლობა საგანმანათლებლო და პროფესიულ საკითხებში, მხარეთა მიერ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
მარნეულში, პირველ ეტაპზე გადამზადდება 28 სასულიერო პირი, ხოლო დმანისსა და საგარეჯოში 10-10 სასულიერო პირი. სახელმწიფო ენის სწავლების პირველ საჩვენებელ გაკვეთილსა და პროექტის გახსნას დაესწრნენ ჟვანიას სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი.