შეხვედრა თბილისის საკრებულოში

შეხვედრა თბილისის საკრებულოში

: 2019-10-01
: სიახლეები

თბილისის საკრებულოში პროექტის „ვისწავლოთ ქართული" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირეტორი ქეთევან ჯაყელი ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძეს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში ჟვანიას სკოლა უზრუნველყოფს თბილისში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას. მოგეხსენებათ, რომ ჟვანიას სკოლა საქართველოს 3 რეგიონში: ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში რეგიონული სასწავლო ცენტრებისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით ახორციელებს „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას" ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ამიტომ ნებისმიერი ინიციატივა და წამოწყება, რომელიც უკავშირდება ეროვნული უმცირესობებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას, კონკრეტულად კი, სახელმწიფო ენის შესწავლას, ჟვანიას სკოლისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

პროექტი ,,ვისწავლოთ ქართული" თბილისის მეგობრობის სახლში 2 წელზე მეტია ხორციელდება. ის მიზნად ისახავს სხვადასხვა ასაკის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას.