სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ ახალციხეში საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების 2 ახალი აკრედიტებული პროგრამის პრეზენტაცია გამართა

ჟვანიას სკოლამ ახალციხეში საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების 2 ახალი აკრედიტებული პროგრამის პრეზენტაცია გამართა

: 2019-10-29
: სიახლეები
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.
მორიგი შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელსაც ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ემინაშვილმა სკოლის თანამშრომლებთან ერთად აუდიტორიას 2 ახალი აკრედიტებული პროგრამის - „მოხელის მენეჯერული უნარები" და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება" პრეზენტაცია წარუდგინეს. მოგეხსენებათ, რომ ახალი კანონმდებლობის თანახმად საჯარო მოხელეებისათვის „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის" გავლა სავალდებულო გახდა, ჟვანიას სკოლა კი მზად არის აღნიშნული სატრენინგო პროგრამები ყველა მუნიციპალიტეტს შესთავაზოს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.