სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ ახალციხეში წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

ჟვანიას სკოლამ ახალციხეში წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

: 2019-10-29
: სიახლეები
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულებისათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გამართა.
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ორჯონიკიძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ეროვნული უმცირესობის 48 წარმომადგენელმა წარმატებით გაიარა. ტრენინგები A1, A2, A2+ და B1 დონეებზე მიმდინარეობდა, რომლებსაც ჟვანიას სკოლის ტრენერები უძღვებოდნენ.
ღონისძიების მიზანია ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებში სახელმწიფო ენის მნიშვნელობის გაზრდა და პოპულარიზაცია, ასევე მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ჟვანიას სკოლა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას ქვეყნის 3 რეგიონში - სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში რეგიონული სასწავლო ცენტრებისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით ინტენსიურად ახორციელებს.