სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის ახალქალაქისა და ნინოწმინდის რეგიონული სასწავლო ცენტრების წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

ჟვანიას სკოლის ახალქალაქისა და ნინოწმინდის რეგიონული სასწავლო ცენტრების წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

: 2019-10-30
: სიახლეები
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახალქალაქის რეგიონულ ოფისში სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ როგორც ახალქალაქის, ისე ნინოწმინდის რეგიონული სასწავლო ცენტრის წარმატებულ კურსდამთავრებულებს. მათ ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის A1, A2, A2+ და B1 დონეები გაიარეს.
57 წარმატებულ მსმენელს სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში ჟვანიას სკოლის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გადასცეს.
ღონისძიებას ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.