სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლა ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო ადმინისტრირების ინსტიტუტების ქსელის წევრი გახდა და ჰელსინკიში გამართულ სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო

ჟვანიას სკოლა ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო ადმინისტრირების ინსტიტუტების ქსელის წევრი გახდა და ჰელსინკიში გამართულ სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო

: 2019-11-07
: სიახლეები
2019 წლის ოქტომბერში ჟვანიას სკოლა ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო მართვის სკოლების დირექტორების ქსელის წევრი გახდა და აქტიურად ჩაერთო სხდომის საქმიანობაში. ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა DISPA-ს წევრებს სკოლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. წლევანდელ შეხვედრას, რომელიც ორგანიზებული იყო ფინეთის სახელმწიფო ადმინისტრირების ინსტიტუტის მიერ, ევროპის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლების დირექტორები დაესწრნენ.
ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო მართვის სკოლების დირექტორების საბჭო განიხილავს ისეთ თემებს, როგორებიცაა საჯარო მმართველობის ტრანსფორმაცია და მისი გავლენა საჯარო მოხელეებზე, საჯარო ადმინისტრირების მომავალი და ციფრული სწავლების საკითხები. საბჭო ხელს უწყობს ეთიკურ მმართველობას და გაუმჯობესებულ სერვისებზე წვდომას.
DISPA იძლევა შესაძლებლობას, რომ საბჭოს წევრმა ორგანიზაციებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. ჟვანიას სკოლა უკვე გახდა ევროპული სკოლების ქსელის სრულფასოვანი წევრი და თავისი საქმიანობის ფარგლებში დანერგავს საერთაშორისო გამოცდილებასა და მიდგომებს.