სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის ოფიციალური ვიზიტი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გრძელდება

ჟვანიას სკოლის ოფიციალური ვიზიტი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გრძელდება

: 2019-11-09
: სიახლეები
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჟვანიას სკოლის დელეგაციის წევრები ქეთევან ნატრიაშვილი და მარიკა ციბაძე ჰელსინკიში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, „ფინური სკოლის" დამფუძნებელთან ბ-ნ კიმმო კუმპულაინესთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ფინური საგანმანათლებლო მოდელის დანერგვის, ფინური გამოცდილების გაზიარებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
ბ-ნ კიმმო კუმპულაინე არის კომპანია Polar Partners Ltd დამფუძნებელი. აღნიშნული კომპანია სპეციალიზირებულია ფინურენოვანი K-12 სკოლის სახელით მსოფლიო მასშტაბით. Polar Partners Ltd არის ფინეთის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ფუნქციონირებს თბილისში. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოსა და ფინეთის მთავრობებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფინური სკოლის დამფუძნებელს სურვილი აქვს გააღრმავოს თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორის გრძელვადიან პროექტებთან დაკავშირებით. კომპანია დაინტერესებულია ბაგა-ბაღების, დაწყებითი და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობით.
ჟვანიას სკოლა მზად არის ევროპული სტანდარტის მიდგომები გაიზიაროს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთვაზოს.