სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის დირექტორი საქართველოში სამხრეთ კორეის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ჟვანიას სკოლის დირექტორი საქართველოში სამხრეთ კორეის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

: 2019-11-19
: სიახლეები
19 ნოემბერს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი საქართველოში სამხრეთ კორეის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კიმ სე ვუნგს შეხვდა.
სკოლის დირექტორმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს სკოლის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. საელჩომ ჟვანიას სკოლას მხარდაჭერა აღუთქვა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საჯარო და ელექტრონული მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებაში.
ჟვანიას სკოლა ინტერნაციონალიზაციის მიზნით აგრძელებს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში შეხვედრებს.