სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ჟვანიას სკოლასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

: 2019-12-09
: სიახლეები
9 დეკემბერს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც მხარეები საჯარო სექტორში მომუშავე პირთა პროფესიული განვითარებისათვის დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ პროფესიულ და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებსა და ღონისძიებებს. მემორანდუმი ხელს შეუწყობს სასწავლო პროგრამების განხორციელებას.