სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 ჟვანიას სკოლა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენას შეასწავლის

ჟვანიას სკოლა დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენას შეასწავლის

: 2020-02-05
: სიახლეები
2020 წლის 5 თებერვალს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დმანისის რეგიონულ სასწავლო ცენტრში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში 2 ახალი სასწავლო ჯგუფი გაიხსნა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული ეროვნული უმცირესობების 23 წარმომადგენელი A1 დონის კურსზე სახელმწიფო ენას შეისწავლიან. ტრენინგები ჟვანიას სკოლის დმანისის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ჩატარდება და მას ტრენერები ნაზი იასაღაშვილი და ქეთევან გიორგაძე წარუძღვებიან.
მსმენელებს სწავლის დაწყება ჟვანიას სკოლის პროექტების მართვისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორმა მარიკა ციბაძემ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არიფ სულეიმანოვმა, წარმომადგენელთა კორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელმა თემურ ზურაბიშვილმა, ჟვანიას სკოლის დმანისის რეგიონული სასწავლო ცენტრის ადმინისტრატორმა ლია სიხუაშვილმა მიულოცეს. მსმენელებს საჩუქრად გადაეცათ სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის სახელმძღვანელოები.