სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის დირექტორი ეროვნული თავდაცვის აკადემიის კონფერენციას დაესწრო

ჟვანიას სკოლის დირექტორი ეროვნული თავდაცვის აკადემიის კონფერენციას დაესწრო

: 2020-02-12
: სიახლეები
11 თებერვალს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო.
კონფერენციის „ცოდნას მივყავართ გამარჯვებამდე" მიზანია ცოდნისა და მოტივაციის ასპექტების საფუძველზე იუნკერების აღზრდა და ლიდერებად ჩამოყალიბება, სამხედრო ძალებში ცოდნის მნიშვნელობისა და საბრძოლო მოტივაციის გაზრდა. შეხვედრისას განიხილეს მსოფლიოში ძალთა ბალანსის, კიბერ უსაფრთხოებისა და ნატოში ინტეგრაციის საკითხები. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მალხაზ მაკარაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე. კონფერენციის ფარგლებში აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებმა წარადგინეს თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები. კონფერენცია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა.