სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ ნინოწმინდაში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გამართა

ჟვანიას სკოლამ ნინოწმინდაში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გამართა

: 2020-02-12
: სიახლეები
12 თებერვალს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ნინოწმინდაში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გამართა.
ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ, პაატა კლდიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სერტიფიკატები „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის" 89 წარმატებულ კურსდამთავრებულს გადასცა.
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის A1, A2 და B1 დონის სასწავლო კურსები გაიარეს.
სასწავლო პროცესი ნინოწმინდის რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მობილურ ჯგუფებში მიმდინარეობდა და მას ჟვანიას სკოლის კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.
სერტიფიკატების გადაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს ნინოწმინდის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, სამსონ ფნჯოიანმა და ნინოწმინდის საკრებულოს აპარატის უფროსმა, არფიკ სოღოიანმა. მათ მსმენელებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
ღონისძიებას დაესწრნენ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟვანიას სკოლის თანამშრომლები, ტრენერები, ბენეფიციარები.