სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის ახალქალაქის რეგიონულ სასწავლო ცენტრში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა

ჟვანიას სკოლის ახალქალაქის რეგიონულ სასწავლო ცენტრში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა

: 2020-02-12
: სიახლეები
12 თებერვალს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახალქალაქის რეგიონულ სასწავლო ცენტრში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა.
ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ, პაატა კლდიაშვილმა ახალქალაქის მერის მოადგილესთან, არმენ მარანგოზიანთან და საკრებულოს დეპუტატ, სედამ მელქონიანთან ერთად სერტიფიკატები გადასცა „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის" 82 წარმატებულ კურსდამთავრებულს.
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ენის პროგრამის A1, A2, B1 და B1+ დონის სასწავლო კურსები გაიარეს.
სასწავლო პროცესი ახალქალაქის რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მობილურ ჯგუფებში მიმდინარეობდა.
ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟვანიას სკოლის თანამშრომლები, ტრენერები, ბენეფიციარები.