სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გამართა

ჟვანიას სკოლამ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გამართა

: 2020-02-13
: სიახლეები
13 თებერვალს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გამართა.
ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ, პაატა კლდიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სერტიფიკატები „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის" 19 წარმატებულ კურსდამთავრებულს გადასცა.
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ენის პროგრამის A2 დონის სასწავლო კურსი გაიარეს. სასწავლო პროცესი ქალაქ ახალციხეში დაკომპლექტებულ 2 სასწავლო ჯგუფში მიმდინარეობდა.
სერტიფიკატების გადაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის მერის პირველმა მოადგილემ, გურამ მელიქიძემ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკატერინე ორჯონიკიძემ, ახალციხის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა თამარაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ. მათ მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.