თებერვალი 2026
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728

მარიამ კობიაშვილმა პროექტის "საქართველოს სტუდენტების ეთნოსთაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა პროექტის "საქართველოს სტუდენტების ეთნოსთაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ჩატარდა თემაზე - ,,ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოში - ისტორიული და თანამედროვე რაკურსი“. სიტყვით გამოსვლისას მარიამ კობიაშვილმა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით ჟვანიას სკოლის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლა არა მხოლოდ ასწავლის სახელმწიფო ენას, არამედ მუდმივად ცდილობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას. შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებმაც თავიანთი ეთნოსისა და საქართველოში მათი ისტორიის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. აღნიშნული შეხვედრა ა(ა)იპ „ახალი თაობა პროგრესისთვის“ ორგანიზებითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

22 იანვარი, 2026 • ვრცლად





სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორად მარიამ კობიაშვილი დაინიშნა.

სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორად მარიამ კობიაშვილი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს. მინისტრმა მარიამ კობიაშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მარიამ კობიაშვილი, ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე გახლდათ დასაქმებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში.

20 იანვარი, 2026 • ვრცლად





ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, დავით გიორგაძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, დავით გიორგაძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დავით გიორგაძე ლუდოვიკას უნივერსიტეტის სამართალდამცავ საკითხთა ფაკულტეტის დეკანს, გაბორ კოვაჩს შეხვდა. სკოლის დირექტორმა დეკანს ზურაბ ჟვანიას სახე ლობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. თავის მხრივ, გაბორ კოვაჩმა სკოლასთან პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა და სკოლის მიმდინარე საქმიანობა დადებითად შეაფასა. მხარეებმა საჯარო მართვისა და ადმინისტრირების მიმართულებით ერთობლივი პროექტებისა და სასწავლო პროგრამების განახორციელების პერსპექტივა განიხილეს, რაც საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების გადამზადებას შეუწყობს ხელს. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და საჯარო მმართველობის ლუდოვიკას უნივერსიტეტს შორის 2024 წელს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

05 იანვარი, 2026 • ვრცლად





საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონში მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

სიახლეები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონში მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, დავით გიორგაძემ მიიღო. დავით გიორგაძემ ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და მშობლებს ჟვანიას სკოლის საქმიანობა და სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა გააცნო. საუბრისას მან პროგრამის ხელმისაწვდომობასა და მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ილია ჯალაღანია, ბოლნისის მერი ზამურ ჭითანავა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ესწრებოდნენ.

27 დეკემბერი, 2025 • ვრცლად





ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, თანამშრომლებს 2026 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, თანამშრომლებს 2026 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. დავით გიორგაძემ, სკოლის განვითარების მიზნით, განსახორციელებელ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე, გასული წლის საქმიანობა და მიღწეული შედეგები შეაჯამა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დირექტორმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თანამშრომელთა მოსაზრებები, შეფასებები და ინიციატივები მოისმინა.

26 დეკემბერი, 2025 • ვრცლად





დავით გიორგაძემ გასვლით სამუშაო შეხვედრაში - „ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა“ - მიიღო მონაწილეობა.

სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, დავით გიორგაძემ გასვლით სამუშაო შეხვედრაში - „ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა“ - მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დავით გიორგაძემ სტუდენტებს სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბრისას მან სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დისკუსიის ფარგლებში სკოლის დირექტორმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათი პოზიციები მოისმინა. აღნიშნული შეხვედრა ა(ა)იპ „ახალი თაობა პროგრესისთვის“ პროექტის: „საქართველოს სტუდენტების ეთნოსთაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში იმართება, რომელიც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

22 დეკემბერი, 2025 • ვრცლად





ჟვანიას სკოლის დირექტორი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში DISPA - ს გაფართოებულ სხდომას ესწრება

სიახლეები

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორების ქსელის (DISPA) წლიური გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი და სკოლის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრის თემაა „ევროპული ტექნიკური თანამშრომლობა, როგორც ინოვაციური საჯარო პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა“. განხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა „სწავლის გამოცდილება კომპეტენციების მიხედვით", „როგორ ვისწავლოთ ინოვაციური საჯარო პოლიტიკის შემუშავება“. ასევე, ევროპელი კოლეგების მიერ ჩატარდა პრეზენტაციები თემაზე: „საერთაშორისო ტექნიკური თანამშრომლობის სტრატეგიების მოდელები საჯარო მმართველობის ევროპულ ინსტიტუტებში.“ ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა, ასევე, ორმხრივი შეხვედრები გამართა ღონისძიების მასპინძელთან - ესპანეთის საჯარო ადმინისტრირების ეროვნული ინსტიტუტის (INAP) დირექტორთან კონსუელო სანჩეს ნარანჯოსთან, საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (EIPA) გენერალურ დირექტორთან მარკო ონგაროსთან, პრაღის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის დირექტორთან ანნა დალოჟალოვასა და პოლონელ კოლეგასთან, ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) დირექტორთან ვოიჩეხ ფედერჩუკთან. შეხვედრებისას განხილული იქნა სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები. ვიზიტის შედეგად, ინოვაციური საჯარო პოლიტიკის შემუშავების სწავლების ევროპული გამოცდილების გაზიარებით, შესაძლებელი იქნება სკოლის მიერ ამ მხრივ ახლებური სისტემის შექმნა.

25 ოქტომბერი, 2023 • ვრცლად





ჟვანიას სკოლის ახალქალაქის რეგიონულ სასწავლო ცენტრში საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართა

სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკლვლევის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში ,,ეთნიკური უმცირესობების ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე“ კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

07 სექტემბერი, 2023 • ვრცლად





ჟვანიას სკოლის ახალქალაქის რეგიონულ სასწავლო ცენტრში საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართა

სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკლვლევის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში ,,ეთნიკური უმცირესობების ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე“ კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

07 სექტემბერი, 2023 • ვრცლად





ჟვანიას სკოლაში პროგრამის ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაცია“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

სიახლეები

ვანიას სკოლაში პროგრამის ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაცია“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

07 სექტემბერი, 2023 • ვრცლად