2022 წლის 13 სექტემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა ეროვნული უმცირესობების საჯარო მოხელეებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე ,,დეცენტრალიზაცია’’
2022 წლის 13 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ახალი პროგრამის „საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამა“ პრეზენტაცია გაიმართა.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, ახალქალაქის განახლებულ ცენტრში სასწავლო პროცესი განახლდა.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ერთად, ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლებისა და ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით, თემატური მოკვლევის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში შეხვედრებს მართავს.
ჟვანიას სკოლამ მონაწილეობა მიიღო 2022 წლის 20-21 ივნისს საბერძნეთში, ქ. ათენში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ხელშეწყობით გამართულ სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლების ქსელის NSG ყოველწლიურ შეხვედრაში.
10-12 ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა-ტრენინგი „სახელმწიფო ენის ელჩებთან“. შეხვედრა მიზნად ისახავდა, პროგრამაში ახლადჩართული ტრენერებისთვის სკოლის მისიის, სამომავლო განვითარების სტრატეგიის, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო პროცედურების გაცნობას.
15 ივნისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ,,საანბანო კურსის“ უკრაინელ ბენეფიციარებს საბოლოო გამოცდა ჩაუტარდათ. წარმატებულ ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ,,თბილისის მეგობრობის სახლში’’ სერტიფიკატები გადაეცათ.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის A1 დონის კურსი ახალქალაქისა და ალგეთის სამხედრო ბაზებზე 40-მა რეკრუტმა გაიარა.