სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

გიორგი ემინაშვილი

გიორგი ემინაშვილი

საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი - გიორგი ემინაშვილს ტრენერობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 1999 წლიდან ის ტრენინგებს ატარებდა როგორც მოწვეული ტრენერი კერძო კომპანიებში, ასევე სასწავლო ცენტრებში CAC (კავკასიის აკადემიური ცენტრი) და GIPA (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი). მას ასევე მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს სახელმწიფო პროექტების მართვასთან. 2013-2015 წლებში იგი მონაწილეობას იღებდა ისეთი პროექტების დაგეგმარებასა და მართვაში, როგორებიცაა „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“. 1997 წლიდან დღემდე გიორგი ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას ბიზნესის განვითარების კუთხით და მის ანგარიშზე უამრავი წარმატებული პროექტის შემუშავება და განხორციელებაა. გიორგი ფლობს სამართალმცოდნეობის მაგისტრის და სისტემური მენეჯერის ბაკალავრის ხარისხს. სხვადასხვა დროს წარმატებით აქვს გავლილი სტრატეგიული მენეჯმენტის (CAC) , ფინანსების (ACCA), შიდა აუდიტის (Lloyd’s Register UK) და ხარისხის მართვის (Lloyd’s Register UK) სასწავლო კურსები.

16 დეკემბერი, 2019





დავით გუნაშვილი

დავით გუნაშვილი

დავით გუნაშვილი არის სერტიფიცირებული ტრენერი ეთიკაში, მენეჯმეტსა და ლიდერობაში. ის რეგულარულად ატარებს ტრენინგებს საჯარო მოხელეებისათვის. 2015 წლიდან ნატო-ს მიწვევით ატარებს სემინარებს უკრაინის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში თემაზე „გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კეთილსინდისიერება ადამიანური რესურსების მართვისას”. დავით გუნაშვილმა (განათლებით საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის ბაკალავრი), საჯარო სამსახურში მოღვაწეობა 2001 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო. საქმიანობდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და რესურსების მართვის მიმართულებით. დავითი 2014 წლიდან კოორდინაციას უწევს ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის იმპლემენტაციას თავდაცვის სისტემაში. 2015-16 წლებში შეარჩიეს უკრაინაში ევროკავშირის სტრატეგიულ მრჩეველთა მისიის, ადამიანური რესურსების სტრატეგიულ მრჩევლის პოზიციაზე. დავით გუნაშვილი 2017 წლიდან იკავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას.

16 დეკემბერი, 2019





ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი 20 წელზე მეტია მუშაობს საჯარო სამსახურში. მან საჯარო მოხელის კარიერა 1997 წელს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროინტეგრაციის საკითხებზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ასევე, იგი 1999 წლიდან ასწავლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სხვადასხვა კურსებს, მათ შორის საერთაშორისო ეკონომიკას, საერთაშორისო კონკურენციას, ევროკავშირის ეკონომიკას და ა. შ. 2017-2019 წლებში ეკა სეფაშვილი იყო ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და კარგი მმართველობის კომიტეტში ექსპერტი, სადაც საჯარო სამსახურის საკითხებზე მუშაობდა. ეკა სეფაშვილი ფლობს დოქტორის აკადემიურ ხარისხს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი არის სამეცნიერო ნაშრომების, სალექციო კურსების და სახლმძღვანელოების ავტორი და რედაქტორი.

16 დეკემბერი, 2019





ეკატერინე თარგამაძე

ეკატერინე თარგამაძე

ეკატერინე თარგამაძეს აქვს საჯარო და საზოგადოებრივ სექტორებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი ასევე უძღვებოდა სხვადასხვა სალექციო და ტრენინგ კურსს როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, ბიზნესის, ეკონომიკის, სტრატეგიული დაგეგმვის, მუნიციპალური საბიუჯეტო პროცესის, დემოკრატიული მმართველობის და სხვ. მიმართულებებით. 2017 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის და ეფექტური მმართველობის ცენტრი“. 2018 წლიდან საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ექსპერტია. ეკატერინე თარგამაძე ეკონომიკის მაგისტრია.

16 დეკემბერი, 2019





ეკატერინე სირაძე

ეკატერინე სირაძე

ეკატერინე სირაძე, პროფესიით იურისტი არის სერტიფიცირებული ტრენერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb academie) მიერ. აქტიურად არის ჩართული მოხელეთა პროფესიული განვითარების პროცესში შემდეგი მიმართულებებით: საჯარო სამსახურის რეფორმის სიახლეები და გამოწვევები, საჯარო სამსახურში ეთიკის და ქცევის ზოგადი წესები, ანტი-კორუფციული პოლიტიკა და კორუფციის პრევენციის მექანიზმების დანერგვა. საუნივერსიტეტო კურსების ფარგლებში, ატარებს ლექციებს სამოხელეო სამართლის დისციპლინაში. არის არა ერთი გზამკვლევის თანაავტორი, რომელიც შემუშავდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განვითარების პარტნიორების მხარდაჭერით. 2014 წლიდან იკავებს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროში. ის აქტიურად არის ჩართული საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში. კერძოდ, მონაწილეობას იღებდა საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებაში და შემდგომ მის დანერგვაში.

16 დეკემბერი, 2019