სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ირინა აღაპიშვილი

ირინა აღაპიშვილი

ირინა აღაპიშვილი 2013 წლიდან ინტენსიურად ატარებს ტრენინგებს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისათვის. ის არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.  ვენის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი და სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2016 წლიდან უკავია პროფესორის ასისტენტის აკადემიური თანამდებობა. ირინა 2013 წლიდან დასაქმებულია სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში, ხოლო 2015 წლიდან დღემდე უკავია დემარტამენტის უფროსის პოზიცია. საჯარო დაწესებულებებში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესახებ გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია. გავლილი აქვს პროფესიული ეთიკის ტრენერთა ტრენინგი და ინტენსიური ხუთმოდულიანი ტრენერთა ტრენინგი მენეჯმენსა და ლიდერობაში გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიაში (dbb akademie).

18 დეკემბერი, 2019





გიორგი ემინაშვილი

გიორგი ემინაშვილი

საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი - გიორგი ემინაშვილს ტრენერობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 1999 წლიდან ის ტრენინგებს ატარებდა როგორც მოწვეული ტრენერი კერძო კომპანიებში, ასევე სასწავლო ცენტრებში CAC (კავკასიის აკადემიური ცენტრი) და GIPA (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი). მას ასევე მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს სახელმწიფო პროექტების მართვასთან. 2013-2015 წლებში იგი მონაწილეობას იღებდა ისეთი პროექტების დაგეგმარებასა და მართვაში, როგორებიცაა „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“. 1997 წლიდან დღემდე გიორგი ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას ბიზნესის განვითარების კუთხით და მის ანგარიშზე უამრავი წარმატებული პროექტის შემუშავება და განხორციელებაა. გიორგი ფლობს სამართალმცოდნეობის მაგისტრის და სისტემური მენეჯერის ბაკალავრის ხარისხს. სხვადასხვა დროს წარმატებით აქვს გავლილი სტრატეგიული მენეჯმენტის (CAC) , ფინანსების (ACCA), შიდა აუდიტის (Lloyd’s Register UK) და ხარისხის მართვის (Lloyd’s Register UK) სასწავლო კურსები.

16 დეკემბერი, 2019





დავით გუნაშვილი

დავით გუნაშვილი

დავით გუნაშვილი არის სერტიფიცირებული ტრენერი ეთიკაში, მენეჯმეტსა და ლიდერობაში. ის რეგულარულად ატარებს ტრენინგებს საჯარო მოხელეებისათვის. 2015 წლიდან ნატო-ს მიწვევით ატარებს სემინარებს უკრაინის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში თემაზე „გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კეთილსინდისიერება ადამიანური რესურსების მართვისას”. დავით გუნაშვილმა (განათლებით საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის ბაკალავრი), საჯარო სამსახურში მოღვაწეობა 2001 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო. საქმიანობდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და რესურსების მართვის მიმართულებით. დავითი 2014 წლიდან კოორდინაციას უწევს ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის იმპლემენტაციას თავდაცვის სისტემაში. 2015-16 წლებში შეარჩიეს უკრაინაში ევროკავშირის სტრატეგიულ მრჩეველთა მისიის, ადამიანური რესურსების სტრატეგიულ მრჩევლის პოზიციაზე. დავით გუნაშვილი 2017 წლიდან იკავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას.

16 დეკემბერი, 2019





ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი 20 წელზე მეტია მუშაობს საჯარო სამსახურში. მან საჯარო მოხელის კარიერა 1997 წელს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროინტეგრაციის საკითხებზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ასევე, იგი 1999 წლიდან ასწავლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სხვადასხვა კურსებს, მათ შორის საერთაშორისო ეკონომიკას, საერთაშორისო კონკურენციას, ევროკავშირის ეკონომიკას და ა. შ. 2017-2019 წლებში ეკა სეფაშვილი იყო ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და კარგი მმართველობის კომიტეტში ექსპერტი, სადაც საჯარო სამსახურის საკითხებზე მუშაობდა. ეკა სეფაშვილი ფლობს დოქტორის აკადემიურ ხარისხს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი არის სამეცნიერო ნაშრომების, სალექციო კურსების და სახლმძღვანელოების ავტორი და რედაქტორი.

16 დეკემბერი, 2019





ეკატერინე თარგამაძე

ეკატერინე თარგამაძე

ეკატერინე თარგამაძეს აქვს საჯარო და საზოგადოებრივ სექტორებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი ასევე უძღვებოდა სხვადასხვა სალექციო და ტრენინგ კურსს როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, ბიზნესის, ეკონომიკის, სტრატეგიული დაგეგმვის, მუნიციპალური საბიუჯეტო პროცესის, დემოკრატიული მმართველობის და სხვ. მიმართულებებით. 2017 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის და ეფექტური მმართველობის ცენტრი“. 2018 წლიდან საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ექსპერტია. ეკატერინე თარგამაძე ეკონომიკის მაგისტრია.

16 დეკემბერი, 2019