სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პაატა კლდიაშვილი

პაატა კლდიაშვილი

პაატა კლდიაშვილს სტრატეგიული დაგეგმარების, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო ფინანსების მართვის, ბიუჯეტირებისა და საგადასახადო დაბეგვრის მიმართულებებით ტრენინგების ჩატარების 15 წლიანი, ასევე საგრანტო პროექტების განხორციელების/ხელმძღვანელობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პაატა სხვადასხვა დროს საქმიანობდა საჯარო და კერძო სექტორში. 2009-2015 წლებში ის იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის დირექტორი; 2015-2017 წლებში იყო ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსი; ასევე „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. 2018 წლიდან კი არის ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილე. პაატასმიერ არის შედგენილი ქალაქ ქუთაისის საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგია - „ქუთაისი 2021“. მას სხვადასხვა დროს მას გამოქვეყნებული აქვს 15-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

16 დეკემბერი, 2019





ქეთევან ნატრიაშვილი

ქეთევან ნატრიაშვილი

ქეთევან ნატრიაშვილის 19–წლიან სამუშაო გამოცდილებაში მნიშვნელოვანი წილი საჯარო სექტორში მოღვაწეობასა და განათლების განვითარების ღონისძიებებზე მოდის. ამჟამად, ის იგიარის პროფესიული განათლების ექსპერტია განათლების, მეცნიერების, კუკტურისა და სპორტის სამინისტროში და ამასთანავე საკონსულტაციო მომსახურებას უწევს საჯარო თუ კერძოსექტორის პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ქეთევანი აქტიურად თანამშრომლობს ზურაბ ჟვანის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან არამარტო სასწავლო კუთხით, არამედ მისი საქმიანობის არეალის გაფართოებისა და განვითარების მიზნითაც. მისი გამოცდილებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილისა და შემდეგ, პირველი მოადგილის (2013-2018 წლები) პოზიციებზე მუშაობა, რომელის ფარგლებშიც , ინფრასტრუქტურული პროექტების, ფინანსური მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების პარალელურად, იგი ხელმძღვანელობდა პროფესიული განათლების რეფორმას. მუშაობის შედეგი იყო მოდულური მიდგომის, დუალური განათლებისა და ინკლუზიური განათლების შემოღება, პროფესიული განათლების დაწესებულებების რაოდენობის გაორმაგება და რეაბილიტაცია ქვეყნის მასშტაბით, კერძო სექტორის ჩართვა პროფესიული განათლების, საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მოდელებისა და შემდგომ, კოლეჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში; ასევე, პროფესიული განათლებისპ როგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების ინდიკატორის 33%–დან 60%–მდე გაზრდა. სწორედ მისი კურატორობის პერიოდში განახლდა საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების ერთერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დაწესებულების - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მანდატი და ფუნქციონირება, გაუმჯობესდა ეროვნული უმცირესობების ხელმისაწვდომობა სახელმწიფო ენის სწავლების, პროფესიული განათლებისა და საჯარო მმართველობის კურსებზე. გარდა ამისა, ქეთევან ნატრიაშვილს აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება განვითარებაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სააგენტოების მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტების მართვის კუთხით. ქეთევან ნატრიაშვილი ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს კუცთაუნის საშტატო უნივერსიტეტიდან პენსილვანიაში (Kutztown State University of Pennsylvania) (2001 წელი), საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან (2000 წელი) და ბაკალავრის ხარისხს დასავლეთ ევროპულ ენებსა და ლიტერატურაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (1999 წელი). ქეთევან ნატრიაშვილი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

16 დეკემბერი, 2019





შოთა მურღულია

შოთა მურღულია

შოთა მურღულიას საჯარო სექტორში ორგანიზაციული მართვისა და საჯარო გადაწყვეტილებების მიღების დიდი გამოცდილება აქვს. 2012-2013 წლებში მუშაობდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ და კურირებდა მსხვილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს (მათ შორის გზების დეპარტამენტი; მუნიციპალური განვითარების ფონდი; გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია). მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა საკურატორო ორგანიზაციების მართვის სისტემების გაუმჯობესება. 2014-2017 წლებში შოთა მურღულია, როგორც ქუთაისის არჩეული მერი, პოლიტიკურად და ორგანიზაციულად მართავდა ქალაქ ქუთაისი მერიას და მის დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებს. ის იყო თვითმმართველობათა ეროვნული ასიციაციის ვიცე-პრეზიდენტი და ცენტრალურ დონეზე ლობირებას უწევდა თვითმმართველობების ინიციატივებს, მათ შორის საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების მექანიზმების დანერგვას. შოთა მურღულიას საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს და 6 წელია წარმატებით თანამშრომლობს ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან.

16 დეკემბერი, 2019





ირინა აღაპიშვილი

ირინა აღაპიშვილი

ირინა აღაპიშვილი 2013 წლიდან ინტენსიურად ატარებს ტრენინგებს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისათვის. ის არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.  ვენის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი და სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2016 წლიდან უკავია პროფესორის ასისტენტის აკადემიური თანამდებობა. ირინა 2013 წლიდან დასაქმებულია სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში, ხოლო 2015 წლიდან დღემდე უკავია დემარტამენტის უფროსის პოზიცია. საჯარო დაწესებულებებში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესახებ გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია. გავლილი აქვს პროფესიული ეთიკის ტრენერთა ტრენინგი და ინტენსიური ხუთმოდულიანი ტრენერთა ტრენინგი მენეჯმენსა და ლიდერობაში გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიაში (dbb akademie).

18 დეკემბერი, 2019