სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ირაკლი მესხი

ირაკლი მესხი

ირაკლი მესხი არის ,,SUBWAY’’ ბათუმის კომპანიის დირექტორი. იგი 2017 წლიდან მუშაობს მომსახურებისა და ხარისხის მართვის, რისკების და ცვლილებების მართვის ტრენერად. 2013 წლიდან კი არის სსიპ ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. ირაკლი მესხს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2012-2017 წლებში, იყო სსიპ „სასწავლო უნივერსიტეტი-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის’’ შესყიდვებისა და შემოსავლების სამმართველოს უფროსი, 2008-2012 წლებში კი შპს ,,ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს’’ ფინანსური ანალიზისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი. ასევე მუშაობდა სსიპ ,,ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი’’-ს ადმინისტრაციის, საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად. 2006-2007 წლებში კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მიზნობრივი პროგრამების მონიტორინგის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიცია ეკავა.

16 დეკემბერი, 2019





ირინა შალამბერიძე

ირინა შალამბერიძე

ირინა შალამბერიძე 15 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს ადამიანური რესურსების სფეროში. 2018 წელს დააფუძნა რეკრუტინგულ -საკონსულტაციო კომპანია HR4 Business. 2019 წლიდან საერთაშორისო უნივერსიტეტ ნიუ ვიჟენში უძღვება სალექციო კურსს ადამიანური რესურსების მენეჯმენტში მოწვეული ლექტორის სტატუსით. პროფესიული საქმიანობის მაძნილზე იკავებდა მაღალ მენეჯერულ პოზიციებს ლიდერ ქართულ კომპანიებში, სადაც განხორციელებული აქვს შემდეგი პროექტები: სტრატეგიული გეგმის მიხედვით HR პროცესების მოწესრიგება: ორგანიზაციული სტრუქტურის მოწესრიგება, შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება, მას-რეკრუტინგის სისტემის გამართვა და ჰედ ჰანთინგი, სამოტივაციო სისტემების შექმნა და დანერგვა, ტრენინგებისა და განვითარების სისტემატიზაცია, შეფასების სისტემების შემუშავება და დანერგვა, უშუალოდ უძღვებოდა ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგებს.

16 დეკემბერი, 2019





ნინო გულეიშვილი

ნინო გულეიშვილი

ნინო გულეიშვილს აქვს საჯარო სამსახურში წამყვან პოზიციებზე მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება. ამჟამად არის ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოში. 2015 წლიდან ატარებს ტრენინგებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, ასევე კითხულობს ლექციებს საჯარო სამართლის მიმართულებით. მუშაობდა ექსპერტ კონსულტანტად სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონფერენციებსა და სემინარებში.

16 დეკემბერი, 2019





ნინო თვალთვაძე

ნინო თვალთვაძე

ნინო თვალთვაძეს საჯარო და სამოქალაქო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კოორდინატორად – ევროპის საბჭოს მიერ დაფუძნებულ ადგილობრივი დემოკრატიის ევროპულ ასოციაციაში. ნინო თვალთვაძე ამჟამად არის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ასევე ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ის ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა საგანამანათლებლო დაწესებულებებში. ნინო თვალთვაძე არის პროფესიული სტაჟირების პროგრამის (Professional Fellows Program) მონაწილე, რომელის ფარგლებშიც მან გაიარა სტაჟირება ჩიკაგოს ადამიანის უფლებათა კომისიაში. მას აქვს უფლებადაცვითი საქმიანობის დიდი გამოცდილება. ბოლო პერიოდში თანამშრომლობდა ევროპის საბჭოს რეგიონულ და ადგილობრივი თვითმმართველობათა კონგრესთან ექსპერტის რანგში, მუნიციპალური სამართლისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით.

16 დეკემბერი, 2019





ნინო ნანიკაშვილი

ნინო ნანიკაშვილი

პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი - ნინო ნანიკაშვილის კარიერა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 2007 წლიდან დაიწყო. წლების მანძილზე ის იყო შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის, შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ასევე მუშაობდა ამავე სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. 2013 წლიდან აქტიურად იყო ჩართული საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესში და იყო სამუშაო ჯგუფის წევრი. 2018 წლიდან ნინო არის შპს GMT ჯგუფის სარესტორნე ქსელის ადამიანური კაპიტალის მართვისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი. 2019 წლიდან თანამშრომლობს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან, არის საჯარო მოხელის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი. აქვს მრავალწლიანი ტრენერობისა და ექსპერტის გამოცდილება და თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან როგორიც არის GIZ, NATO PDP, საჯარო სამსახურის ბიურო. ის ასევე არის მოწვეული ლექტორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.

16 დეკემბერი, 2019