სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას კიდევ 3 ახალი სასწავლო ჯგუფი შეემატა

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას კიდევ 3 ახალი სასწავლო ჯგუფი შეემატა

: 2017-12-08
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების არეალს კვლავ აფართოებს. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას კიდევ 3 ახალი ჯგუფი დაემატა. სასწავლო ჯგუფები გაიხსნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტში. სასწავლო ჯგუფებში მსმენელები სასწავლო პროცესში A1A2 დონის ფარგლებში ჩაერთვებიან. 2017 წლის მონაცემებით სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში სულ ჩარიცხულია 238 სასწავლო ჯგუფი და აქედან 171 მობილური ჯგუფია. დღეის მონაცემებით სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის არეალი მოიცავს 70 სოფელს.

ახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხორციელდება ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტის მიხედვით და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ჟვანიას სკოლა აგრძელებს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით არეალის გაფართოებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. პროგრამით 2014 წლიდან დღემდე ისარგებლა 9,032 ბენეფიციარმა.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ეროვნულ უმცირესობებს სახელმწიფო ენას ასწავლის საქართველოს 3 რეგიონში მდებარე 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მობილურ ჯგუფებში. სწავლების მიზანია საქართველოს მოქალაქე, ეროვნულუმცირესობებწარმომადგენლებს მიეცეთ საშუალებაშეისწავლონ სახელმწიფო ენა და სრულფასოვნად ინტეგრირდენ ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.