ჟვანიას სკოლის დირექტორმა, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სკოლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

ჟვანიას სკოლის დირექტორმა, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სკოლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

: 2018-02-07
: სიახლეები
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 2017 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიში და 2018 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სკოლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლების მანძილზე ინტენსიურად ფართოვდება სკოლის საქმიანობის არეალი და სახელმწიფო ენის სწავლის მსურველთა რაოდენობა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.