ჟვანიას სკოლაში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა

ჟვანიას სკოლაში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა

: 2018-08-20
: სიახლეები

20 აგვისტოს, დასრულდა საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის მოკლევადიანი სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსი - "საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა”. ტრენინგი ჩაუტარდათზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და რესურსცენტრების თანამშრომლებს.

სასწავლო პროცესში ჩართულნი იყვნენ მსმენელები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან: ქუთაისი, ტყიბული, თერჯოლა, ფოთი, აბაშა, ჩოხატაური, მარტვილი, სენაკი, ნინოწმინდა, სამტრედია და ხონი.

სასწავლო კურსის ფარგლებში მსმენელებს მიეცათ შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნსაქმისწარმოების სწორად წარმართვასა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ეფექტურ მუშაობის კუთხით.

კურსი წარმატებით დაასრულა და სერტიფიკატები გადაეცა 17 მსმენელს.