ჟვანიას სკოლამ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადასცა

ჟვანიას სკოლამ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადასცა

: 2018-09-07
: სიახლეები

7 სექტემბერს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სწავლა დაასრულა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის დარგობრივი მიმართულების (პედაგოგებისათვის) A2+ დონის ჯგუფმა.

აღნიშნული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა აიმაღლეს სახელმწიფო ენის ცოდნის დონე და გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი კონკრეტული პროფესიული მიმართულებით.

სასწავლო პროცესში ჩართულნი იყვნენ მსმენელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: გარდაბნიდან, დმანისი, ბოლნისი, საგარეჯოსა და ნინოწმინდიდან.

პროგრამა წარმატებით დაასრულა 14 მსმენელმა, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები.