ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების არეალი  გააფართოვა

ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების არეალი გააფართოვა

: 2018-10-23
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების არეალი კვლავ გააფართოვა. სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლება დაიწყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეთსა და სოფელ ქვემო არქევანშიასევე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ აზკაკლიანში. აღნიშნულ სოფლებში დაკომპლექტდა სამი სასწავლო ჯგუფი და სასწავლო პროცესი წარიმართება A1 დონეზე.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები სახელმწიფო ენის საფუძვლებს, ქართულად წერას, კითხვასა და ლაპარაკს შეისწავლიან.

სწავლების დასრულების შემდეგ, მსმენელებს სახელმწიფო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

ჟვანიას სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით 2014 წლიდან დღემდე ისარგებლა 11.413 ბენეფიციარმა. ამჟამად ენის სწავლების არეალი მოიცავს 113 სოფელსა და 488 მობილურ ჯგუფსსახელმწიფო ენის სწავლების მიზანია საქართველოს მოქალაქე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ სახელმწიფოენა და სრულფასოვნად მოახდინონ ინტეგრირება ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.