ჟვანიას სკოლასა და რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ჟვანიას სკოლასა და რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

: 2019-05-13
: სიახლეები

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის თანამშროლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ჟვანიას სკოლა, სააგენტოსთან თანამშრომლობით დაგეგმავს და განახორციელებს რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისათვის სახელმწიფო ენის სწავლებას. თავისმხრივ სააგენტო, შესაძლებლობების ფარგლებში, მხარს დაუჭერს სკოლის პროექტებს და დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის სრულყოფას, ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციას.

მემორანდუმის მიზანია რელიგიურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, თანამშრომლობა საგანმანათლებლო და პროფესიულ საკითხებში, მხარეთა მიერ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.