ჟვანიას სკოლასა და ბათუმის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ჟვანიას სკოლასა და ბათუმის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

: 2019-06-07
: სიახლეები
ბათუმის უნივერსიტეტში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშროლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც მხარეები საგანმანათლებლო და პროფესიულ საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების მიზნით ორგანიზებას გაუწევენ ერთობლივ კონფერენციებს, სემინარებს, საკვალიფიკაციო კურსებს, საზაფხულო სკოლებს და პრაქტიკული სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, გაცვლიან ორივე მხარისთვის საინტერესო დარგებში ინფორმაციას, მასალებსა და კვლევით პუბლიკაციებს, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო პროექტებში, ასევე ჩაატარებენ ერთობლივ კველევებს.