ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით 5 ახალ სოფელში შევიდა

ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით 5 ახალ სოფელში შევიდა

: 2019-06-28
: სიახლეები

ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის გეოგრაფიულ არეალს კვლავ აფართოებს. სასწავლო ჯგუფები გაიხსნა - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდსა და სოფელ კორხაში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და სტატუსის მქონე 7 ჩეჩენი, 2 ქისტი, 12 აზერბაიჯანელი და 62 სომეხი მოქალაქისგან დაკომპლექტდა A1, A2 და B1 დონის 7 სასწავლო ჯგუფი.

2014-2019 წლის მონაცემებით სახელმწიფო ენის სწავლების არეალი მოიცავს 12 ქალაქს, 124 სოფელსა და 637 მობილურ ჯგუფს. პროგრამით 2014 წლიდან დღემდე ისარგებლა 14 077 ბენეფიციარმა.