ჟვანიას სკოლაში ახალი სასწავლო პროგრამები დამტკიცდა

ჟვანიას სკოლაში ახალი სასწავლო პროგრამები დამტკიცდა

: 2019-07-01
: სიახლეები
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სასწავლო პროცესების მართვის საბჭოს რიგით მეთორმეტე სხდომა გაიმართა.
პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის ფარგლებში საბჭომ განიხილა და ერთხმად დაამტკიცა ახალი პროგრამები - „მოხელის მენეჯერული უნარები" და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება".
პროგრამის - „მოხელის მენეჯერული უნარები" მიზანია საჯარო სექტორში მომუშავე I და II რანგის მოხელის პროფესიული განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება, როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების გზით ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: სტრატეგიული მართვა-დაგეგმვის, მომსახურებისა და ხარისხის მართვის, რისკების მართვის, ცვლილებების მართვის, გადაწყვეტილების მიღების, ლიდერობის, გუნდის მართვის, პროფესიული და ეფექტური კომუნიკაციის, ეფექტური მოლაპარაკებების, საჯარო სამსახურის ეთიკის, კონფლიქტების მოგვარების, ორგანიზაციული კულტურის და ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით.
პროგრამის - „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება" მიზანია საჯარო სექტორში მომუშავე III და IVრანგის მოხელის პროფესიული განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების გზით, ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: ადმინისტრაციული წარმოება, ეთიკა საჯარო სამსახურში, პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა, ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა.