ზ. ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აკრედიტაციის პროცესში ჩაერთო

ზ. ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აკრედიტაციის პროცესში ჩაერთო

: 2019-07-24
: სიახლეები
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილება  „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ" ითვალისწინებს საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების ორ საბაზისო პროგრამას: „მოხელის მენეჯერული უნარები"   და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება".
აკრედიტაციის პროცესის წარმატებით გავლის მიზნით, ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების რეფორმის ფარგლებში მოამზადა  ორი საბაზისო პროგრამა: „მოხელის მენეჯერული უნარები" (II და I რანგის მოხელეებისათვის) და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება" (IV და III რანგის მოხელეებისათვის).

ჟვანიას სკოლამ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში შეიტანა განაცხადი, რომელიც ა.წ. 18 ივლისის ბრძანება N624 შესაბამისად  მიღებულ იქნა წარმოებაში და სკოლას მიენიჭა აკრედიტაციის მაძიებელის სტატუსი. 

ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ წინა მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, ა.წ. 5 ივნისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები. ხოლო ა.წ. 3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით, შეხვედრები გაიმართა ქვეყნის სამ რეგიონში: შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. საერთო ჯამში, ჟვანიას სკოლის ხელმძღვანელობა შეხვდა 10 თვითმმართველი ქალაქის საჯარო მოხელეებს. წარმოებული სამუშაო პროცესის მიზანი იყო საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისათვის საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავების პროცესში მათი აქტიური ჩართვა, რეგიონული საჭიროებების გამოვლენა, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესწავლა. სკოლის ხელმძღვანელობამ პირისპირ შეხვედრები ჩაატარა როგორც მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, ასევე სამსახურის ხელმძღვანელებსა და იქ დასაქმებულ სპეციალისტებთან.

აქვე გაცნობებთ, რომ ჟვანიას სკოლა მუდმივ სამუშაო რეჟიმში იმყოფება დაინტერესებულ პირებსა თუ ორგანიზაციებთან და ყოველი ახალი პროგრამის ინიცირებისა და შემუშავების დროს მათთან აწარმოებს კონსულტაციებს.