სკოლამდელი განათლების პროექტის სამუშაო შეხვედრა

სკოლამდელი განათლების პროექტის სამუშაო შეხვედრა

: 2019-07-25
: სიახლეები

22 და 24 ივლისს თბილისსა და ქუთაისში გაეროს ბავშვთა ფონდისა და Save the Children-ის ორგანიზებით და პოლონეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სკოლამდელი განათლების პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეებში იმ კომპეტენციების გაძლიერებას, რომელიც აუცილებელია მუნიციპალურ დონეზე სკოლამდელი განათლების სისტემის მართვისას.

აღნიშნულ პანელზე მოხსენებით წარდგა ჟვანიას სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი, რომელიც მიესალმა ინიციატივას და ქვეყნის მასშტაბით პროექტში აქტიურად ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. კერძოდ, ჟვანიას სკოლა თავისი რესურსით უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში დასაქმებული საჯარო მოხელეებისათვის ,,სკოლამდელი განათლების კადრების პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერის’’ პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან უზრუნველყოფს სატრენინგო პროგრამების/კურსების მომზადებასა და მიწოდებას.