ჟვანიას სკოლის დირექტორი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდა

ჟვანიას სკოლის დირექტორი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდა

: 2019-08-09
: სიახლეები
7 აგვისტოს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი სკოლის თანამშრომლებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულ-გუბერნატორს ბესიკ ამირანაშვილს შეხვდა.
ქეთევან ჯაყელმა მხარის გუბერნატორს სკოლის საქმიანობა, ახალი პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს სახელმწიფო ენის სწავლებისა და საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა. ქეთევან ჯაყელმა ბესიკ ამირანაშვილს სკოლამდელი განათლების რეფორმის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის სექტორში დასაქმებული მოხელეების პროფესიული განვითარებისთვის სატრენინგო პროგრამებისა და კურსების მომზადება და მიწოდება შესთავაზა.
შეხვედრის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი, გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვა.