სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლასა და ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ჟვანიას სკოლასა და ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

: 2019-09-09
: სიახლეები
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის თანამშროლობის მემორანდუმი გაფორმდა. ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც მხარეები დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ პროფესიულ და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს, ღონისძიებებს, კვლევებს, სასწავლო ტრენინგ-კურსებს, სკოლის რესურსების გამოყენების საშუალებით ხელს შეუწყობენ 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა განვითარებას, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით ცნობადობის ამაღლებას. 
ჟვანიას სკოლა აგრძელებს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატით თავისი საქმიანობის გაფართოებას და სკოლის სასწავლო პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საქართველოს მოქალაქეებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.