ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი წვევამდელები კოჯრის სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო ენას შეისწავლიან

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი წვევამდელები კოჯრის სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო ენას შეისწავლიან

: 2019-09-18
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ეროვნული უმცირესობების წვევამდელებისთვის კოჯრის საწვრთნელ ბაზაზე სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განხორციელება დაიწყო.
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში 40 აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი წვევამდელია ჩართული. სასწავლო პროცესი A1 დონეზე 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან სახელმწიფო ენის საფუძვლებს, შეძლებენ ქართულად წერას, კითხვასა და ლაპარაკს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გადაეცემათ შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
სწავლების მიზანია საქართველოს მოქალაქე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ სახელმწიფო ენა და სრულფასოვნად დაიმკვიდრონ თავი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.