ისწავლე სახელმწიფო ენა!

ისწავლე სახელმწიფო ენა!

: 2016-07-06
: ბლოგი

 

სახელმწიფო ენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, რომელიც ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ენა აზრის გამოხატვისა და ადამიანთა შორის კომუნიკაციის საშუალება.
ის ცოცხალი ორგანიზმივითაა, დროთა განმავლობაში ვითარდება და იცვლება. შესაბამისად, მრავალი ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, როგორიცაა: უცხოური ფრაზები, ბარბარიზმები, არასალიტერატურო სიტყვათწყობა, რომელთა ჩანაცვლება შესაძლებელია მისი შესატყვისი ქართული გამოთქმებით. ხშირია, ვნებითი გვარის გამოყენება, რაც არ არის დამახასიათებელი ქართული მეტყველებისთვის და უცხო ენებიდან პირდაპირ არის გადმოტანილი; გრამატიკული/სინტაქსური გაუმართაობა, მკვდარი მეტაფორებისა და იდიომების გამოყენება, ყალბი გამოთქმები, სხვა ენებისთვის მიმბაძველობა და სხვა...

ზემოთქმული არაერთი გამოწვევა, ასევე, ქართული ენის არცოდნა და ინფორმაციული ვაკუუმი, სამოქალაქო იზოლაცია და განვითარების ერთიან სივრცეში ნაკლები ჩართულობა წლების განმავლობაში ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენდა ქვეყნისთვის. რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უშლიდა უმცირესობათა ინტეგრაციას ქართულენოვან საზოგადოებაში. მათ შორის, შრომით ბაზარზეც.

არაქართულენოვანი მოსახლეობის მხრიდან ქართული ენის შესწავლის მოთხოვნის მიუხედავად, ადამიანური რესურსების ნაკლებობა, პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაცია, სასწავლო მეთოდიკისა და მასალების სიმცირე აფერხებდა რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობათა სოციალიზაციას.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა წარმოადგენს სასწავლო დაწესებულებას, რომელიც უმცირესობათა მშობლიური ენის, კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებით, ხელს უწყობს თანამედროვე მშვიდობიანი განვითარების პროცესს და სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით.

სკოლა ქართული ენის სასწავლო კურსს სთავაზობს ყველა დაინტერესებულ პირს. მათ, ვისაც სურვილი აქვთ, სრულფასოვნად ფლობდნენ სახელმწიფო ენას და წარმატებით აწარმოონ პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო ენაზე.

ზემოაღნიშნული ყველა პრობლემის გათვალისწინებით, სკოლა აღჭურვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით და აერთიანებს ქართული ენის კვალიფიციურ პედაგოგებს. სკოლის მსმენელებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ სასწავლო მასალების კრებული და დამხმარე ლიტერატურა, ხოლო სწავლებისას გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი და მიდგომა, რაც მიმართულია თეორიული ცოდნის უკეთ ათვისებასა და პრაქტიკული სავარჯიშოების ეფექტურად გამოყენებისკენ.

სკოლის ადმინისტრაცია და კვალიფიციური ტრენერები უზრუნველყოფენ სასწავლო პროცესის ხარისხიან, ეფექტურ და ინტერაქტიულ წარმართვას. კურსის შეფასების სისტემა მოიცავს როგორც ტესტირებას, ასევე, შემაჯამებელ გამოცდას, რა დროსაც მოწმდება ენის ცოდნის ისეთი კომპონენტები, როგორიცაა: გასაუბრება, კითხვა, მოსმენა და ლაპარაკი. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მიხედვით, ფუნქციონირებს სკოლის რვა სასწავლო ცენტრი, შემდეგ ქალაქებში: ახალქალაქი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, ლამბალო, მარნეული, ნინოწმინდა და წალკა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აგრძელებს დაინტერესებულ პირთათვის სახელმწიფო ენის სწავლებას, ხოლო წარმატებული კურსდამთავრებულების მეშვეობით ხელს უწყობს ქართულ ენაზე ხელმისაწვდომ და სრულფასოვან საქმისწარმოებას. სახელომწიფო ენის სწავლების პროგრამას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.