სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლა ფინეთში Omnia-ს ცენტრს ესტუმრა

ჟვანიას სკოლა ფინეთში Omnia-ს ცენტრს ესტუმრა

: 2019-11-08
: სიახლეები
8 ნოემბერს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში Omnia-ს ცენტრს ესტუმრა. ჟვანიას სკოლის ექსპერტი ინსტიტუციური და პროგრამული განვითარების საკითხებში ქეთევან ნატრიაშვილი და პროექტების მართვის და პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორი მარიკა ციბაძე ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ დაწესებულების საქმიანობას, „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა" და ზრდასრულთა განათლების გაღრმავების საკითხებს, ასევე ფინეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს. 
Omnia არის მულტიექტორული განათლების პროვაიდერი და რეგიონული განვითარების ცენტრი, რომელიც იძლევა მომსახურების ფართო სპექტრს „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის" მხარდასაჭერად. ორგანიზაციის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია გამოიყენოს განათლება, როგორც საშუალება სოციალური გარიყვის წინააღმდეგ ბრძოლისა და დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. Omnia ხელს უწყობს სოციალურ ჩართულობას და კრიტიკულ აზროვნებას, ასევე სოციალურ და კულტურულ მრავალფეროვნებას.