სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში ახალ აკრედიტებულ სატრენინგო პროგრამებზე სწავლება დაიწყო

ჟვანიას სკოლაში ახალ აკრედიტებულ სატრენინგო პროგრამებზე სწავლება დაიწყო

: 2019-12-10
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალ აკრედიტებულ სატრენინგო პროგრამებზე სწავლება დაიწყო.

დღეს, სასწავლო პროცესი ქუთაისში გაიმართა. 10–15 დეკემბრის პერიოდში, "პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების" პროგრამის ფარგლებში გადამზადებას ქუთაისის მერიასა და საკრებულოში დასაქმებული 20 საჯარო მოხელე გაივლის.

პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა, საჯარო სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე უკეთ განახორციელონ უფლებამოსილებები და განივითარონ საჭირო უნარ-ჩვევები. აღნიშნულ კომპეტენციებს წარმოადგენს: ეფექტური კომუნიკაცია, დამოუკიდებელი მუშაობის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, კომპლექსური აზროვნება, დროის ეფექტიანი მართვა, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი, საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი, ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.

ახალი კანონმდებლობის თანახმად საჯარო მოხელეებისათვის „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის" გავლა სავალდებულო გახდა. ჟვანიას სკოლამ აღნიშნულ პროგრამაზე აკრედიტაცია სექტემბრის თვეში მოიპოვა და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მაღალი ხარისხის სატრენინგო მომსახურებას სთავაზობს.