სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ აკრედიტებულ პროგრამებზე ახალი ნაკადი მიიღო

ჟვანიას სკოლამ აკრედიტებულ პროგრამებზე ახალი ნაკადი მიიღო

: 2019-12-19
: სიახლეები
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლება მიმდინარეობს.
ქუთაისში, 17-23 დეკემბრის პერიოდში გადამზადებას ოზურგეთის, წყალტუბოს, ქუთაისის, ტყიბულისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში დასაქმებული 25 საჯარო მოხელე გადის. „მოხელის მენეჯერული უნარები" და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება" პროგრამების ფარგლებში ჩართულნი არიან l, ll, lll და lV რანგის მოხელეები. სწავლების პროცესში მსმენელები ეუფლებიან იმ საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია საჯარო სამსახურის ეფექტურად განხორციელებისთვის.
ჟვანიას სკოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლებას და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას.